GE

? სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა: 1. შინაგანი სიმშვიდე. 2. კმაყოფილების მიღება სხვების დახმარებისა და მხარდაჭერისგან. ურთიერთობები. 12R.tv❌✅ გისურვებთ თქვენ, საკუთარ თავს და სხვებს, რომ მომავალი წლის ბოლოს თითოეულმა ჩვენგანმა თქვას: “2022 იყო საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში ??”. Marcin Ellwart

ბედნიერება

ბედნიერება — სულიერი და ემოციური მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ბედნიერების გამომწვევი ზოგადი მიზეზებია ყოფიერების პირობებით, ცხოვრების შინაარსიანობით, საკუთარი მიღწევებით შინაგანი კმაყოფილება. მის საწინააღმდეგო მდგომარეობად ითვლება უბედობა, რომლის ნიშნებად ძველბერძნული ფილოსოფიის დროებიდან ითვლება მოუსვენრობა, რომელით, თავის მხრივ აუცილებელი პირობაა რაიმე მოქმედებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.

Wikpedia.org:

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა

მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია — თეორია ფსიქოლოგიაში, რომელიც აბრაჰამ მასლოუმ 1943 წელს თავის ნაშრომში წარმოადგინა სახელწოდებით „ადამიანური მოტივაციის თეორია“. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიას პირამიდის სახე აქვს, სადაც ძირითადი მოთხოვნილებები პირამიდის ძირშია მოქცეული. პირველ ორ მოთხოვნილებას მასლოუ უწოდებს პირველად მოთხოვნილებებს, ხოლო მესამედან მოთხოვნილებები შეძენილი სახისაა. ადამიანს უფრო მაღალი მოთხოვნილება მაშინ უჩნდება, როდესაც მასზე დაბალი საფეხურის მოთხოვნილება მეტნაკლებად მაინცაა დაკმაყოფილებული.

მასლოუმ მოთხოვნილებათა 5 კლასი გამოყო:

  • 1. ფიზიოლოგიური
  • 2. უსაფრთხოება
  • 3. სოციალური (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა)
  • 4. დაფასება
  • 5. თვითრეალიზაცია.

მასლოუ მიიჩნევდა, რომ თუ მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, იგი მოტივატორი უკვე აღარ არის და ყურადღება იერარქიის შემდეგ დონეზე გადაინაცვლებს. თუმცა ასევე აღიარებდა, რომ თანმიმდევრობა შეუცვლელი არ არის, განსაკუთრებით მაღალ დონეებზე. მაგალითად, ზოგი ადამიანი თვითშეფასებას სიყვარულის მოთხოვნილებაზე მაღლა აყენებს, სხვები კი თვითრეალიზაციისკენ საერთოდ არ მიისწრაფიან.

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობა – არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.

ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი,სიძლიერე მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ:ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ.

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

ქართული ენა

ქართველური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა

ქართული ენა — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფის ენა. ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ქართული ენა კავკასიურ ენათა ოჯახის, ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.

მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90